Pages

Monday, July 29, 2013

აბაშა

აბაშის შესახებ მოკლე ინფორმაცია

    აბაშა — ქალაქი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს აბაშასა და ნოღელას შორის, ზღვის დონიდან 23 მ სიმაღლეზე. ქალაქ თბილისადან მდებარეობს დაახლოებით 258 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და დღეისათვის მოქმედებს როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფარგლებში. მოსახლეობა 6,4 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აბაშაში არის ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია. (http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90)

ფოტოები 

 

 

 

Saturday, July 27, 2013

ბავშვობის დღეები


პროექტის სახელწოდება:  ბავშვობის დღეები.



პროექტის ავტორი: ქეთევან გერსამია



პროექტის მთვარი იდეა:  მოსწავლეები შეისწავლიან ქართველი მწერლების ნაწარმოებებს, მოგონებებს მათი ბავშვობის შესახებ, დააკვირდებიან და  შემოქმედებითად მიუდგებიან სად და როგორ ატარებენ თვითონ ბავშვობის დღებს, მოიძიებენ ინფორმაციას მათი სოფლისა და იმ უბნების უბნების შესახებ სადაც დაიბადნენ და იზრდებიან.



პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეიცნობენ და შეიყვარებენ მშობლიურ სოფელს, მოიპოვებენ ზეპირ ინფორმაციას მათი საცხოვრებელი უბნის შესახებ და გაუზიარებენ ერთმანეთს. პროექტი ითვალისწინებს სოფელზე ყველა სახის ინფორმაციის შეგროვებას. მოიძიებენ ქართველი მწერლების ნაწარმოებებს გურიისა და სოფელ ნატანების შესახებ; შექმნიან ფოტოალბომებს, შეეცდებიან თვითომ შექმნან ჩანახატი, ნახატი, ლექსი მათი სოფლის, მათი ბავშვობის დღეების შესახებ.



პროექტის მიზნები:  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ზეპირი გამოსვლის მომზადებისა და საკუთარი აზრის აუდიტორიის წინაშე წარმოდგენის, თანამშრომლობის უნარ–ჩვევები. ამაღლდება მათი ცოდნის დონე; პროექტი დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა ზნეობრივ და სულიერ განვითარებაზე;





მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი;



ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა





პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მხატვრული ლიტერატურა,  ენციკლობედია, რვეულები, პასტები, მარკერები,ფოტოაპარატი, დიქტოფონი, ისტ–ი, კომპიუტერი, პროექტორი;  





პროექტის მსვლელობა:  აქტივობა 1 _ გონებრივი იერიშის მეთოდით  მასწავლებლის მიერ პროექტისთვის თემების დასახელება,  პროექტის თემის გამოკვეთა: ,,ბავშვობის დღეები ქართველი მწერლების შემოქმედებაში და ჩვენს რეალობაში“  მომოვიხილავ თემასთან დაკავშირებულ მხატვრულ ლიტერატურას, პარალელს ვავლებ მათ ბავშვობასთან, სად და როგორ ატარებენ ისინი ამ წლებს; მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ერთი და იმავე უბნის წარმომადგენლები ერთიანდება ერთ ჯგუფში;  

აქტივობა 2 – ჯგუფებს ვავალებ  მოიძიონ ინფორმაცია მათი უბნის შესახებ, ჩამოართვან ინტერვიუ   სოფლის უხუცეს წარმონადგენლებს; მოიპოვონ ინფორმაცია ენციკლობედიიდან, ინტრენეტიდან; გადაუღონ ფოტოები ადგილებს, რომლებიც ყველაზე ლამაზად, ან რაიმე ნიშნის მიხედვით გამორჩეულად მიაჩნიათ; შექმნან ჩანახატები და ნახატები...

აქტივობა – 4  ჯგუფების მუშაობის მონიტორინგი;

აქტოვობა –5 პროექტის პრეზენტაცია;
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან გერსამია, აბაშის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
 პროექტის ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: q.gersamia79@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი:   http://qetigersamia.blogspot.com/